ვებსაიტები

საიტი შენი ბიზნესისთვის — ერთ საღამოში

უპასუხე ხუთ კითხვას და საიტი უკვე აწყობილი დაგხვდება: შენი სერვისები, ფასები, გუნდი და ონლაინ ჩაწერა. შემდეგ ტექსტს და ფოტოებს შენ ცვლი — კონსტრუქტორში, გადათრევით.

ნიმუშის ნახვა
5
კითხვა დაწყებამდე
14
დღე უფასოდ
0 ₾
ჰოსტინგი და სერტიფიკატი
ლუნა სალონი ხედვა გამოქვეყნება

ლუნა სალონი

თმა, ფრჩხილები და მოვლა — ერთ ადგილას.

ონლაინ ჩაწერა

სერვისები და ფასები

თმის შეჭრა40 ₾ შეღებვა120 ₾ მანიკიური35 ₾ ვარცხნილობა60 ₾

გადაათრიე ელემენტი — ბადე თვითონ სწორდება

კონსტრუქტორი — გადაათრიე, შეცვალე, გამოაქვეყნე
ხუთი კითხვა

ცარიელი გვერდი არასდროს

სხვა კონსტრუქტორები თეთრი ტილოთი იწყებენ. ჩვენ ჯერ ვკითხულობთ, რა საქმეს აკეთებ — და საიტს შენს დარგზე მორგებული ტექსტით ვაწყობთ.

1

რა საქმეა

სალონი, ბარბერშოპი, კაფე, ფიტნესი, კლინიკა ან სხვა.

2

რისთვის

ჩაწერა, ნამუშევრების ჩვენება თუ მენიუ — მთავარი სექცია ამას მიჰყვება.

3

როგორი სახე

მინიმალური, ელეგანტური ან თამამი — ფერები და ფონტები ერთად.

4

კონტაქტი

სახელი, ტელეფონი და მისამართი — მაშინვე საიტზე ჩნდება.

5

მისამართი

უფასო ქვედომენი მაშინვე, ან საკუთარი დომენი.

ეკრანები

როგორ გამოიყურება

მარცხნივ — რასაც შენ ხედავ, მარჯვნივ — რასაც კლიენტი.

ლუნა სალონი ხედვა გამოქვეყნება

ლუნა სალონი

თმა, ფრჩხილები და მოვლა — ერთ ადგილას.

ონლაინ ჩაწერა

სერვისები და ფასები

თმის შეჭრა40 ₾ შეღებვა120 ₾ მანიკიური35 ₾ ვარცხნილობა60 ₾

გადაათრიე ელემენტი — ბადე თვითონ სწორდება

კონსტრუქტორი — გადათრევა, ორი ხედი, გამოქვეყნება
luna.websites.maindots.com

ლუნა სალონი

თმა, ფრჩხილები და მოვლა — ერთ ადგილას. ჩაწერა ორ დაჭერაში.

ონლაინ ჩაწერა

სერვისები და ფასები

თმის შეჭრა45 წუთი40 ₾ შეღებვა120 წუთი120 ₾ მანიკიური60 წუთი35 ₾ ვარცხნილობა60 წუთი60 ₾

ორშ–შაბ 10:00–20:00 · ვაკე, ჭავჭავაძის 12 · 555 12 34 56

მზა საიტი — სწორედ ის, რასაც კლიენტი ხედავს

ტელეფონის ხედი ცალკე იწყობა

კლიენტების უმეტესობა ტელეფონიდან შემოდის. ამიტომ მობილური განლაგება ავტომატურად ეწყობა — და საჭიროების შემთხვევაში ხელით სწორდება, კომპიუტერის ხედის შეცვლის გარეშე.

ლუნა სალონი

ჩაწერა ორ დაჭერაში

აირჩიე სერვისი

თმის შეჭრა40 ₾ შეღებვა120 ₾ მანიკიური35 ₾

თავისუფალი დრო

11:00 12:30 14:00
დაჯავშნა
გუნდი მონაცემებზე მუშაობისას

ერთი ციფრი, ერთი წყარო — მენეჯერს, ბუღალტერსა და მფლობელს ერთი და იგივე უჩანს.

ონლაინ ჩაწერა

კლიენტი თვითონ ირჩევს დროს

სერვისი, ოსტატი, თარიღი და თავისუფალი საათი — ჩაწერა საიტშივეა ჩაშენებული. დაკავებული დრო აღარ ჩანს, ორმაგი ჯავშანი კი შეუძლებელია.

  • სამუშაო საათები შენ განსაზღვრე. კვირის ცხრილი, დასვენების დღეები და შესვენებები.
  • სერვისები ფასებით. ერთხელ შეიყვანე — საიტზეც ჩანს და ჩაწერაშიც.
  • ჩანაწერების სია. დღევანდელი და კვირის ჯავშნები ერთ ეკრანზე, სტატუსებით.

ასე ხედავს კლიენტი

სერვისი

ოსტატი

თარიღი და დრო

10:00 11:00 12:00 13:00
დაჯავშნა
მისამართი

უფასო მისამართი დღესვე, საკუთარი დომენი მოგვიანებით

სერტიფიკატი, განახლება და ჰოსტინგი ჩვენზეა — ვადის გასვლაზე ფიქრი არ გჭირდება.

უფასო მისამართი

უფასო

შენი-სახელი.websites.maindots.com

მუშაობს რეგისტრაციისთანავე. სერტიფიკატი ავტომატურად გაიცემა და ავტომატურად განახლდება.

საკუთარი დომენი

განახლება

salon.ge

დომენი შენია. ჩვენ ვაძლევთ ქართულ ინსტრუქციას, რომელი ჩანაწერი სად ჩაწერო — შემდეგ მიბმას და სერტიფიკატს თვითონ ვაგვარებთ.

ხშირი კითხვები

პროგრამირება მჭირდება?

არა. ავსებ ქართულ ფორმას, შემდეგ კი ელემენტებს თაგვით ათრევ. კოდი არსად ჩანს.

ცვლილება მაშინვე გამოჩნდება?

არა — და ეს განზრახაა. რედაქტირებისას ცვლილება ავტომატურად ინახება, ჰაერში კი „გამოქვეყნებაზე" გადის.

ერთი ანგარიში ყველა სისტემისთვის?

დიახ. maindots.com-ზე შექმნილი ანგარიში აქაც მუშაობს — სესია საერთოა.

ფოტოს რამდენს ავტვირთავ?

გალერეაში 12-მდე. ატვირთვისას ისინი ავტომატურად იკუმშება, რომ საიტი ტელეფონზეც სწრაფად იხსნებოდეს.

დაიწყე დღესვე

რეგისტრაცია ერთ წუთს იღებს. 14 დღე უფასოა — თუ არ მოგეწონება, არაფერს იხდი.

სხვა სისტემები